პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ თელავში რეგიონული ოფისი გახსნა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ თელავში რეგიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ თელავში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა.

პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და კახეთთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ღვინის წარმოების, მევენახეთა შემოსავლიანობის გაზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ღვინის ტურიზმის გაფართოების პერსპექტივაზე.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს თელავი და კახეთი. კახეთი უნდა შევიდეს მსოფლიო ღვინის დედაქალაქების რიცხვში, რომელშიც 10 ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა შესული. ჩვენ უნდა გადავიყვანოთ ღვინის ტურიზმი მაღალშემოსავლიან სეგმენტზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განვავითაროთ ღვინის ბიო წარმოება და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად. ტურიზმის განვითარებისთვის კახეთში უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი, „ღვინის მუზეუმი“, სადაც ჩატარდება საერთაშორისო დონის კონკურსები. საქართველო არ უნდა დატოვოს არც ერთმა უხარისხო ღვინომ და პროდუქციამ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერმა კახეთის რეგიონულ კოორდინატორად ექიმი-ნევროლოგი ვასილ კობიაშვილი წარადგინა.