პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში | მოამბე

ვენესუელაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაღიარებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თავიდან დაიწყო.

სამართალდამცავებთან დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ვითარება კარაკასში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოცხადებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ფაზის დაწყება დააანონსა.

ახლა საინტერესოა, როგორ დასრულდება ამერიკის მიერ მხარდაჭერილ გუაიდოს და რუსეთის რჩეულ მადუროს შორის ბრძოლა და მოახერხებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას ნიკოლას მადურო, რომლის მმართველობის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და მასშტაბური სოციალური პროტესტია.