„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ტოვებენ, რომელიც კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ტოვებენ, რომელიც კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალში გახვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები ტოვებენ. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაუსჯელობასთან ბრძოლას“, რომლის საპატიო წევრები იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგერინისმა და ავრომოპულოსმა არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოში თანამდებობები უკვე დატოვეს. ორგანიზაციის დამფუძნებლის, პიერ ანტონიო პანცერის წინააღმდეგ კი ანტიკორუფციული გამოძიება მიმდინარეობს. მას ბრალად სდებენ ქრთამის სანაცვლოდ უკანონო ლობიზმში მონაწილეობას კატარის სასარგებლოდ.

პანცერი არის სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ყოფილი წევრი, ევროდეპუტატი და წარსულში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ასევე ბრალი წარუდგინეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის.