„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი
„პოლიტიკო“ - ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი

ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს ევროპარლამენტი 6-9 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და შემდეგ კენჭს უყრის.

მემარცხენეების პოლიტიკურმა ჯგუფმა და ულტრამემარჯვენე „ევროპის პატრიოტებმა“ ორი განსხვავებული ინიციატივა წარადგინეს.

„ევროპის პატრიოტები“ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრალს სდებენ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაში და აკრიტიკებენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებების გამო.

მემარცხენეები აკრიტიკებენ ევროკომისიის სავაჭრო პოლიტიკას, თუმცა უფრო მეტად ხაზს უსვამენ ევროკომისიის უმოქმედობას ღაზაში არსებული ვითარების გამო.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ორი ინიციატივის ერთდროულად წარდგენა უპრეცედენტოა და დისკუსია გამოიწვია პარლამენტში იმის შესახებ, როგორ უნდა მოეწყოს ორი დებატები და ორი ხმის მიცემა ერთდროულად. როგორც გამოცემა იუწყება, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ 6 ოქტომბერს გაერთიანებული დებატები იქნება, შემდეგ კი, 9 ოქტომბერს ორი ცალკეული ხმის მიცემა.