„პოლიტიკო“ - უნგრეთს არ სურს 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა უკრაინის სამხედროების დასახმარებლად
„პოლიტიკო“ - უნგრეთს არ სურს 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა უკრაინის სამხედროების დასახმარებლად

უნგრეთს არ სურს 20 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდის შექმნა უკრაინის სამხედროების დასახმარებლად, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს უნგრეთმა განაცხადა, რომ ფონდის შექმნის წინააღმდეგი იქნება, ვიდრე უკრაინა არ ამოიღებს უნგრულ ბანკ OTP-ს „ომის სპონსორების“ სიიდან.

წინადადება ითვალისწინებს წელიწადში, მინიმუმ, ხუთი მილიარდ ევროს გამოყოფას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რათა დაიფაროს ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის ყიდვის, მიწოდების და უკრაინელი სამხედროების წვრთნის ხარჯები.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს ფონდში 20 მილიარდი ევროს დამატებას.

„ჩვენ შევთავაზეთ სპეციალური სესიის შექმნა ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს წელიწადში ხუთი მილიარდი ევრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის. ეს მაჩვენებელი არის მოთხოვნილებების შეფასება და ხარჯები ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების ვალდებულებების უკრაინის წინაშე“, – განაცხადა ბორელმა.