„პოლიტიკო“ - უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება, თუმცა შესაძლოა, უნგრეთს სურდეს მოლაპარაკებების თავიდან აცილება იქამდე, ვიდრე თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ივნისის თვეში დაიწყება. ანონიმურობის დაცვით, ხუთი დიპლომატი „პოლიტიკოსთან“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების ზუსტ თარიღად 25 ივნისს ასახელებს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ახლა ამ საკითხს ინტენსიურად განიხილავენ უნგრეთის მთავრობასთან, რათა თანხმობა მისცეს უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ვარაუდით, უნგრეთს, შესაძლოა, სურდეს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თავიდან აცილება, ვიდრე ივლისში როტაციის პრინციპით უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.