„პოლიტიკო“ - კაია კალასმა ევროპარლამენტის წევრებთან პირად საუბარში იხუმრა, რომ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად
„პოლიტიკო“ - კაია კალასმა ევროპარლამენტის წევრებთან პირად საუბარში იხუმრა, რომ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტის წევრებს ხუმრობით უთხრა, რომ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი მომენტია დალევის დასაწყებად, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კალასი ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს ერთ-ერთ კონფერენციაზე გაეხუმრა. მანამდე კი ევროპარლამენტის წევრებმა ერთმანეთს ახალი წელი მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ გლობალური მოვლენების გამო წლის დასაწყისი არცთუ ისე ბედნიერი აღმოჩნდა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს განცხადება გაკეთდა იმავე დროს, როცა გრენლანდიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.