„პოლიტიკო“ - ევროპაში უმუშევრობის დონე შესაძლოა, გაორმაგდეს
„პოლიტიკო“ - ევროპაში უმუშევრობის დონე შესაძლოა, გაორმაგდეს

ევროპაში უმუშევრობის დონე შესაძლოა, გაორმაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ საკონსულტაციო ჯგუფ „მაქკინზის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კვლევის ავტორები პროგნოზირებენ, პანდემია ევროპაში 59 მილიონ სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, უმუშევრობა ყველაზე მეტად ემუქრებათ მომსახურების სფეროსა და გაყიდვების სექტორში დასაქმებულებს. ასევე, საკვებ ობიექტებისა და ბინების გაქირავებაზე მომუშავე კომპანიების თანამშრომლებს.

„ევროპამ უნდა შეძლოს სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან აიცილოს უმუშევრობის ზრდა, რაც 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს უკვე ვნახეთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეკონომიკის სტიმულირების გარდა, „მაქკინზის“ ექსპერტები ურჩევენ მთავრობებს, მისცენ სტიმული კერძო კომპანიებს, რათა მათ თანამშრომლები კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში გადაანაწილონ.

სამთავრობო პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია კერძო კომპანიებში დასაქმებულთა გადამზადება და ამ პერიოდში მათთვის ანაზღაურების გადახდაც.

მაქკინზის“ კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ევროპულ კომპანიებს სამსახურის რამდენიმე ცვლად დაყოფა, სამუშაო ძალის სეგმენტირება და დისტანციურ სამუშაო ადგილებში მეტი ინვესტიციების დაბანდება მოუწევთ.

დატოვე კომენტარი