„პოლიტიკო“ - ევროკომისია განიხილავს, როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას სატელიტური კავშირის უზრუნველყოფაში
„პოლიტიკო“ - ევროკომისია განიხილავს, როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას სატელიტური კავშირის უზრუნველყოფაში

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისია განიხილავს, როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას სატელიტური კავშირის უზრუნველყოფაში. ეს მას შემდეგ ხდება, რაც გავრცელდა ინფორმაცია ილონ მასკის მიერ უკრაინისთვის Starlink-ის ქსელზე წვდომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, თომას რეგნიერმა განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესდა ევროკავშირის სახელმწიფო სატელიტური ქსელის (Govsatcom) გამოყენებით, ასევე IRIS² სისტემით – ეს არის ახალი თანავარსკვლავედი, რომელიც მხოლოდ 2030-იან წლებში უნდა ამოქმედდეს.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ევროკავშირს წერილობით მიმართა და მოუწოდა, სასწრაფოდ მოძებნოს ალტერნატიული სატელიტური შესაძლებლობები უკრაინისთვის.

ერთ-ერთი შესაძლებლობაა Govsatcom-ის დაჩქარებული დანერგვაა, ვიდრე IRIS² შეიქმნება.

გასულ წელს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს.