„პოლიტიკო“ - ევროკავშირმა გააფრთხილა ბრიტანეთი, უარი თქვას გეგმაზე, რაც თავშესაფრის მაძიებლების დეპორტირებისას ლონდონს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირების საშუალებას მისცემს
„პოლიტიკო“ - ევროკავშირმა გააფრთხილა ბრიტანეთი, უარი თქვას გეგმაზე, რაც თავშესაფრის მაძიებლების დეპორტირებისას ლონდონს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირების საშუალებას მისცემს

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის მთავრობა, უარი თქვას გეგმაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების დეპორტირებისას ლონდონს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირების საშუალებას მისცემს.

საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ლა მანშის სრუტით ბრიტანეთში ჩასული მიგრანტების ნაკადის შემცირებაზე. პროექტის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც არალეგალური გზით მოხვდება დიდ ბრიტანეთში, იქნება დეპორტირებული, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას შევსებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კანონპროექტი მისცემს უფლებას დიდ ბრიტანეთს, მიგრანტების დეპორტირების შეჩერების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებების იგნორირება მოახდინოს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები რიში სუნაკის მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ბრიუსელში შეშფოთებულები არიან, რის შესახებაც ბრიტანეთის მთავრობა ინფორმირებულია.

სუნაკის მთავრობის მიერ ინიციირებული საიმიგრაციო კანონი დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უნდა განიხილონ.