„პოლიტიკო“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს გრენლანდიის ჩართვას აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს გრენლანდიის ჩართვას აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემა თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ წარმომადგენელსა და დაგეგმვასთან დაკავშირებულ ორ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ გრენლანდია ევროპული სარდლობის იურისდიქციიდან ჩრდილოეთის სარდლობაში გადავა, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.
ეს ცვლილება ყველაზე კონკრეტული ნაბიჯია ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმეთვიანი მცდელობისას, მოიპოვოს საკუთრების უფლება გრენლანდიაზე, რომელიც დანიასთან ასოცირებული ავტონომიური კუნძულია.
„პოლიტიკოს“ თანახმად, გრენლანდიის ჩრდილოეთის სარდლობის შემადგენლობაში შეყვანას მკაცრი განხილვა მოჰყვება დანიასა და ნატო-ში, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ტრამპის პოლიტიკის გამო.
ცვლილება შექმნის შესაძლებლობას, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“ რადარების სისტემები გრენლანდიაში განთავსდეს და სენსორების სისტემა გაფართოვდეს.