„პოლიტიკო“ – აშშ-ის სატელიტურმა კომპანია „მაქსარმა“, სავარაუდოდ, შეზღუდა გამოსახულებაზე უკრაინის წვდომა, შესაძლოა, ეს იყოს ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი, შეწყვიტოს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება

18:36, 07.03.2025

აშშ-ის სატელიტურმა კომპანიამ, „მაქსარმა“, სავარაუდოდ, შეზღუდა უკრაინის წვდომა გამოსახულებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უკრაინულ სამხედრო გამოცემაზე, „მილიტარნიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა „მაქსარის“ ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული მოთხოვნით“ ახსნა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, „მაქსარის“ მხრიდან შეზღუდვა შეიძლება იყოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შედეგი, რომ შეწყვიტოს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიწოდება.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ეს აკრძალვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ აშშ-ის კომპანიებსა და კომერციულ მომსახურებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სატელიტურ მონაცემებს უკრაინისთვის.

„მაქსარი“ არის უკრაინელი მომხმარებლებისთვის კომერციული სატელიტური გამოსახულების, რომელიც გამოიყენება რუსული ჯარების გადაადგილებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესაფასებლად, ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი.

მსგავსი