პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასობით მიგრანტმა მექსიკაში მოსახვედრად მდინარე გადაკვეთა

11:01, 21.01.2020

ასობით მიგრანტმა მექსიკაში მოსახვედრად მდინარე გადაკვეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებამ მათ ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცა. მიგრანტები ძირითადად ჰონდურასიდან არიან და აშშ-ში მიემართებიან.

მექსიკის ეროვნული გვარდიის წევრებმა მიგრანტების შეჩერება სცადეს, თუმცა წინააღმდეგობის დაძლევა და მექსიკაში გადასვლა ათასობით ადამიანმა მაინც შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირიც გამოიყენა. მიგრანტების ნაწილმა კი პოლიციას ქვები დაუშინა.

მიგრანტები მოუწოდებენ მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს, პატივი სცეს კანონს, შეასრულოს დაპირება და მათ გზის გაგრძელების საშუალება მისცეს.

გვატემალის მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღეებში ქვეყნის საზღვარი ათასობით ჰონდურასელმა მიგრანტმა გადაკვეთა, რომლებიც აშშ-ში მიემართებიან. მათი თქმით, ისინი ჰონდურასში არსებულ ძალადობასა და სიღარიბეს გაურბიან. მეხიკოში აცხადებენ, რომ მიგრანტებს შუძლიათ, მექსიკაში დარჩნენ, თუმცა აშშ-ში გადასვლის საშუალებას არ მისცემენ.

2019 წლის ივნისში, აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, მეხიკო ვალდებულია, აშშ-ში მიმავალი მიგრანტების ნაკადი შეამციროს.

მსგავსი