პოლიციის ინფორმაციით, Youtube-ის შტაბბინაში სროლაში ეჭვმიტანილი ქალი წარმოშობით ირანელი ნასიმ აღდამია
პოლიციამ Youtube-ის შტაბბინაში სროლაში ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა დაასახელა. ეს 39 წლის, წარმოშობით ირანელი ნასიმ აღდამია.
სამართალდამცავებისთვის დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება და სავარაუდოდ ყოფითი საკითხზე უთანხმოებით იყო გამოწვეული.
ამასთან ცნობილია, რომ ნასიმ აღდამი ხშირად ჩნდებოდა Youtube-ზე და ერთ-ერთ ვიდოეში პლატფორმას მკაცრად აკრიტიკებდა. კალიფორნიაში, კერძოს სან ბრუნოში სროლის შედეგად დაჭრილი 36 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კიდევ ორი ქალი 32 და 27 წლის ასევე დაჭრილია და საავადმყოფოში რჩება. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც გაქცევის დროს ფეხი დაუზიანდა, ამჟამად სახლში გადის მკურნალობას.
პოლიციის ცნობით, ქალი Youtube-ის შტაბბინაში მდებარე სასადილოში შეიჭრა და ცეცხლი პისტოლეტიდან გახსნა. შემთხვევის დროს ოფისში 1700-ი თანამშრომელი იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მათი ევაკუაცია განახორციელეს.