პოლიციის ინფორმაციით, როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან, მიგრანტების წინააღმდეგ აქციაზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ათი სამართალდამცველი დაშავდა
პოლიციის ინფორმაციით, როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან, მიგრანტების წინააღმდეგ აქციაზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ათი სამართალდამცველი დაშავდა

სამხრეთ იორკშირის პოლიციაში აცხადებენ, რომ, სულ მცირე, ათი სამართალდამცველი დაშავდა როტერჰემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან, მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად.

ერთ-ერთ პოლიციელს თავის დაზიანება აქვს, რამდენიმეს ძვლისა და იდაყვის მოტეხილობა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იორკშირის პოლიცია გმობს იმ არეულობას, რაც ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა.

ამ დროისთვის სასტუმროს თანაშრომლების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც 17 წლის მოზარდი დანით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. შედეგად, მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო, ხოლო კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედი კარდიფშია დაბადებული.