პოლიციის ცნობით, ლოს ანჯელესთან ახლოს სროლას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციის ცნობით, ლოს ანჯელესთან ახლოს სროლას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, ლოს ანჯელესთან ახლოს სროლის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანია მოკლული. ამის შესახებ განცხადება ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარატმენტში გააკეთეს. სროლის შედეგად არიან დაჭრილები, მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ინციდენტი ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც მოქალაქეები ჩინური ახალი წლის აღსანიშნად იყვნენ შეკრებილები.

თვითმხილველების ცნობით, მათ დაინახეს მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა.