პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება [ფოტო]
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციელის დღეს აღნიშნავს.

პოლიციელის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც ვახტანგ გომელაურმა, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცეს.

დღევანდელ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა სამი პოლიციელი – ეკა ბუცხრიკიძე, ანი ნაცარაშვილი და გვანცა გოგავა. ამასთან, ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა პირადად დააჯილდოვა განსაკუთრებული დამსახურების მქონე რამდენიმე თანამშრომელი.