პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვა
პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვა

პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული სამი წლის ბავშვი იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვი უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მცირეწლოვან ბავშვს ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად გაუჩინარდა.

ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყვნენ სამართალდამცველები.