საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1964 წელს დაბადებული გ.ბ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.