პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

10:50, 12.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები – „მარიხუანა“ და  მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი