პოლიციამ თბილისში მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

10:35, 09.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამი პირი ამხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი