პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ.მ.-ის მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 42 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.