პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10:50, 31.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი