პოლიციამ პარიზში პირველ მაისთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე 46 ადამიანი დააკავა
პოლიციამ პარიზში პირველ მაისთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე 46 ადამიანი დააკავა

პოლიციამ პარიზში პირველ მაისთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე 46 ადამიანი დააკავა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქში მშრომელთა საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

პარიზის ქუჩებში სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტების ნაწილმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინები ჩაამსხვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზში გამართულ მსვლელობაში 17 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. სულ კი, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე პირველი მაისის დემონსტრაციაზე 106 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციებზე პროფკავშირებს შეუერთდნენ „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობის წევრები, რომლებმაც სამი წლის წინ ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყეს.