პოლიციამ პარიზში ფანების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა (ვიდეო)
საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონობის აღნიშვნა პარიზში სერიოზულ არეულობებში გადაიზარდა. ფანებმა ელისეს მინდვრებზე მაღაზიები დაარბიეს. მათ სუპერმარკეტებში შეღწევა და ალკოჰოლური სასმელის აღება სურდათ.
წესრიგის დამრღვევთა დასაწყნარებლად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მსგავსი ინციდენტები მთელი ღამის განმავლობაში მრავლად იყო.
კვირას, საფრანგეთმა ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 4:2 მოუგო და მეორედ გახდა ჩემპიონი.
.
Coupe du monde: pillage et affrontement avec les forces de l’ordre en marge de la fête sur les Champs-Elysées pic.twitter.com/Dj24B0Hnzx
— BFMTV (@BFMTV) 15 July 2018