თხილამურებით რბოლაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა პეტერ ნორტუგმა აღიარა, რომ პოლიციამ მას კოკაინი აღმოუჩინა.
„უდიდესი შეცდომა დავუშვი. გუშინ, გზაზე პოლიციამ გამაჩერა. მანქანას ძალიან სწრაფად ვმართავდი. ამედიცინო შემოწმებაზე გამაგზავნეს, მოგვიანებით კი პოლიციამ ჩემს სახლში მცირე რაოდენობით კოკაინი ნარკოტიკი იპოვნა. ეს კოკაინი იყო.
გაფიქრებაც კი მეშინია, რა მელოდება მომავალში. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრ ადამიანს გავუცრუე იმედები“, – დაწერა ნორტუგმა „ინსტაგრამში“.
პეტერ ნორტუგი მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელია. მან კარიერა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა.