ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა

​ცნობილმა ნორვეგიელმა მოთხილამურემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეტერ ნორტუგმა, კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ამისთვის მან სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია.

„მივიღე კარიერის დასრულების გადაწყვეტილება, – განაცხადა ნორტუგმა. – აღარ მაქვს სურვილი დავხარჯო მთელი ძალა და ენერგია კარიერის გასაგრძელებლად. იმედი მქონდა, რომ სიტუაციას შევცვლიდი, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შემიძლია ჩამოვთვალო ის ადამიანები, რომლებსაც მინდა, კარიერის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო, მაგრამ მათ ეს ისედაც კარგად იციან“.

32 წლის პეტერ ნორტუგი – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული 2010 წლის ოლიმპიადაზე. 13-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ორჯერ ფლობდა მსოფლიოს თასს.