პოლიციამ მილანის აქციებში მონაწილე ახალგაზრდის ტელეფონი შეამოწმა, სადაც WhatsApp-ის შეტყობინებებში აღწერილი იყო, თუ როგორ დასხმოდნენ თავს პოლიციელებს და ცეცხლი წაეკიდებინათ შენობებისთვის
იტალიის პოლიციამ 17-18 ოქტომბრის მილანის აქციებში მონაწილე ახალგაზრდის ტელეფონი შეამოწმა, სადაც მიმოწერა სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმას ეხებოდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, WhatsApp-ის ჯგუფში, სადაც მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდებოდა, 230-ზე მეტი წევრი იყო. როგორც ცნობილია, წევრები იარაღებზე, დანებზე, პიროტექნიკასა და კვამლის ყუმბარაზე საუბრობდნენ.
ჯგუფის წევრების შეტყობინებებში ასევე აღწერილი იყო გეგმები, თუ როგორ დასხმოდნენ თავს პოლიციელებს, წაერთმიათ მათთვის იარაღი, დაეზიანებინათ სამართალდამცავების მანქანები და ცეცხლი წაეკიდებინათ შენობებისთვის.
იტალიის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში დაახლოებით 150 ჩხრეკა ჩაატარა. მათ დანები, ნაჯახი და სხვა ნივთები ამოიღეს.
მედიის ცნობით, 27 ოქტომბერს იტალიაში პოლიციის უფლებამოსილება გაზარდეს, სამართალდამცავები საპროტესტო აქციების ახალი ტალღისთვის მზადყოფნაში არიან.