პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის ექვსი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის ექვსი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ზ.შ.-მ, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი ხუთი საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.