პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად.

შსს-ს ცნობით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.