პოლიციამ იერუსალიმში, ქნესეთთან ანტისამთავრობო აქცია დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, აქციის ერთი მონაწილე
პოლიციამ იერუსალიმში, ქნესეთთან ანტისამთავრობო აქცია დაშალა. დაკავებულია, სულ მცირე, ერთი დემონსტრანტი.
ანტისამთავრობო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს ღაზის სექტორის სრულად კონტროლს.
ისრაელის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პრემიერ-მინისტრის ოფისისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, არ გაითვალისწინეს პოლიციის მითითებები, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დაიწყეს აქციის ძალის გამოყენებით დაშლა.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ღაზაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და არჩევნების ჩატარებას.