პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ყაჩაღობისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ყაჩაღობისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი – 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.