შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა თურქეთის მოქალაქე, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის დაჭრაშია ბრალდებული.
მამაკაცი ყელის არეში რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.