პოლიციამ ბათუმის ბულვარში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ ბათუმის ბულვარში მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა თურქეთის მოქალაქე, რომელიც ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის დაჭრაშია ბრალდებული.

მამაკაცი ყელის არეში რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.