პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10:40, 03.03.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნ.კ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი