პოლიცია რუსთავში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს
პოლიცია რუსთავში მომხდარ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს.
არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასელ გოგონას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სკოლაში მიდიოდა, მამაკაცი აედევნა.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია.