პოლიცია რუსთავში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს

20:16, 13.02.2019

პოლიცია რუსთავში მომხდარ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს.

არსებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასელ გოგონას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სკოლაში მიდიოდა, მამაკაცი აედევნა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მამაკაცი გოგონას მეზობელია და ის უკვე დაკავებულია.

მსგავსი