პოლიცია ესპანეთის მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში შესაძლო უკანონო დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით ჩხრეკას ატარებს

12:14, 27.05.2026
epa12187169 A journalist stands outside the ruling Spanish Socialist Workers' Party (PSOE) headquarters during the search of agents of the Central Operative Unit (UCO) of the Civil Guard in Madrid, Spain, 20 June 2025. Members of the UCO entered the PSOE headquarters to search for evidence related to the alleged corruption case involving the party's Secretary of Organization Santos Cerdan.  EPA/RODRIGO JIMENEZ

პოლიცია ესპანეთის მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ესპანეთის პოლიცია მადრიდში მდებარე მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკას სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ატარებს, რათა შესაძლო უკანონო დაფინანსების სქემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვოს.

ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“ დაუდასტურა, რომ სამართალდამცველები შენობაში შევიდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პარტიას ბოლო პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებული რამდენიმე გამოძიება შეეხო, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს მის ახლო გარემოცვასა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმეებზეც.

მსგავსი