პოლ რაიანი - დონალდ ტრამპი სამთავრობო დაფინანსების მოკლევადიანი გაფართოების კანონპროექტს მხარს უჭერს
პოლ რაიანი - დონალდ ტრამპი სამთავრობო დაფინანსების მოკლევადიანი გაფართოების კანონპროექტს მხარს უჭერს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მთავარი რესპუბლიკელის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელსაც ხუთშაბათს კენჭისყრაზე გაიტანენ. კანონპროექტი სამთავრობო დაფინანსების მოკლევადიან გაფართოებას შეეხება.

„მე ვესაუბრე პრეზიდენტს. ის სრულად უჭერს მხარს იმ ცვლილებას, რომლის განხილვასაც ჩვენ ვაპირებთ“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა.

კითხვები დონალდ ტრამპის მხარდაჭერის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა, რომ ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებზე კანონში ცვლილება გრძელვადიანი პროექტით უნდა შევიდეს და არა მოკლევადიანი კანონპროექტით.