პოლ პოგბას დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირეს, ფრანგი მოედანზე 2025 წლის მარტში დაბრუნდება #1TVSPORT
ფეხბურთის საარბიტრაჟო სასამართლომ ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას საჩივარი დააკმაყოფილა და ის მოედანზე 2025 წლის მარტში დაბრუნდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში დაადანაშაულეს და ფეხბურთიდან ოთხი წლით მოკვეთეს, თუმცა აპელაციის შემდეგ მისი სასჯელი 18 თვემდე შემცირდა.
„იუვენტუსის“ მოთამაშე ვარჯიშის უფლებას იანვრიდან მიიღებს, მარტში კი ის ოფიციალურ შეხვედრებში გამოჩნდება. პოგბას ტურინულ გნრადთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.