საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის უცნაურ მეთოდს მიაგნო.
საკუთარ „ტვიტერში“ 26 წლის ფეხბურთელმა ყველას მოუწოდა – ყოველ ჯერზე შეასრულონ „დები“, როცა კორონვირუსის დაავადების სიმპტომები გაჩნდება.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კორონავირუსისთვის. გააკეთე დები ყოველ ჯერზე, როცა ახველებ ან აცემინებ. გააკეთე დები იმისთვის, რომ დაამარცხო კორონავირუსი. გაიგე მეტი COVID-19-ზე და გაუზიარე ახლობლებს”, – დაწერა პოგბამ.
„დები” (Dab) – ეს არის საცეკვაო მოძრაობა, როცა მოცეკვავე ერთდროულად იდაყვს ზემოთ სწევს და მას თავს ადებს, რითაც დაცემინების იმიტირებას ახდენს. ეს ცეკვა აშშ-ში 2014 წელს მოიგონეს, პოლ პოგბამ კი ის 2015 წელს გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა.