ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბა მალე დაბრუნდება ფეხბურთში. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პოგბას დისკვალიფიკაციის ვადა ოთხი წლიდან 18 თვემდე შემცირდა და ფეხბურთელს 2025 წლის მარტში შეეძლება მინდორზე გასვლა. ხოლო ვარჯიშების განახლების შესაძლებლობა მას კიდევ უფრო ადრე – იანვარში ექნება.
ნახევარმცველს, რომელიც დოპინგის მოღების გამოა დასჯილი, მოქმედი ხელშეკრულება გააჩნია „იუვენტუსთან“, მაგრამ La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოგბა ტურინულ კლუბში არ დაბრუნდება. მხარეები ორმხრივი შეთანხმებით აპირებენ კონტრაქტის გაწყვეტას, რის შემდეგაც ფრანგი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.