პოლ პოგბა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
პოლ პოგბა პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ დასახელდა.

გაზეთ Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლ პოგბას ანაზღაურება კვირაში 290 ათასი ფუნტია.

პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი და 2017 წლის საუკეთესო მეგოლე, “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი კი მხოლოდ 35-ე ადგილს იკავებს ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის. ინგლისელი კვირაში 110 ათას ფუნტს იღებს.

Daily Mail-ის ცნობით, კეინს უხდიან იმდენს, რამდენსაც ნ’გოლო კანტეს, ეშლი იანგს, სიდ კოლაშინაცსა და აარონ რემზის.

რეიტინგში პირველი შვიდი ადგილი  “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშეებს უკავიათ.