პოლ პოგბა კორონავირუსთან საბრძოლველად თანხების შეგროვებას იწყებს
პოლ პოგბა კორონავირუსთან საბრძოლველად თანხების შეგროვებას იწყებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა სოციალური ქსელით ფულის შეგროვებას იწყებს, რათა კორონავირუსთან მებრძოლი ორგანიზაციები დააპონსოროს. შესაბამისი თხოვნით მან „ინსტაგრამის“ საშუალებით თავის თაყვანისმცემლებს მიმართა.

კვირას, 15 მარტს, პოგბას 27 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ სურს ერთ დღეში 27 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვოს და შემდეგ ამ თანხას თავად გააორმაგებს.

„დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე მადლიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი, მეგობრები და მე ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ. თუმცა, ამის თქმა დღეს ყველას არ შეუძლია. კორონავირუსის პანდემია ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას, მათ შორის ბავშვებზეც. ასეთ დროს ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. თქვენი დახმარებით, იმედი მაქვს, რომ დღეს 27 000 ფუნტ სტერლინგს შევაგროვებ და შემდეგ ამ თანხას გავაორმაგებ“, – დაწერა პოგბამ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დღეისათვის გარდაცვლილთა რაოდენობა 6 000 ადამიანს აღწევს.