პოლ ჯორჯმა „სტეიპლს ცენტრში“ დებიუტი 37 ქულით აღნიშნა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 8 შეხვედრა გაიმართა. „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ატლანტას“ უმასპინძლა და რეკორდული ანგარიშით 150-141 დაამარცხა.

პოლ ჯორჯი საკუთარი ფანების წინაშე პირველად წარსდგა. ჯორჯმა 37 ქულა მხოლოდ 20 წუთში დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ლუ ვილიამსმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. კავაი ლეონარდმა კი ტრავმის გამო ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა.

49-ქულიანი უპირატესობა კლიპერსის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, ატლანტამ კი ყველა დროის ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. გარდა ამისა, პოლ ჯორჯი კლიპერსის პირველი მოთამაშეა, რომელმაც პირველ და მეორე მატჩში მინიმუმ 30-30 ქულა დააგროვა.

ჩიკაგო – ბრუკლინი 111-117

ინდიანა – მილუოკი 83-102

ნიუ იორკი – შარლოტი 102-103

მაიამი – ნიუ ორლეანი 109-94

მინესოტა – ჰიუსტონი 105-125

დალასი – ტორონტო 110-102

სან ანტონიო – პორტლენდი 116-121