პოლ გასკოინს სექსუალური ძალადობის ბრალდება მოუხსნეს
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პოლ გასკოინი სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ 52 წლის ვეტერანმა, 2018 წლის აგვისტოში, იორკიდან ნიუკასლში მიმავალ მატარებელში უცნობ ქალს ძალის გამოყენებით აკოცა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როდესაც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, გასკოინმა ცრემლები ვერ შეიკავა.
„კაცობრიობის მიმართ რწმენა აღმიდგა“, – დაწერა ფეხბურთელის პირადმა მენეჯერმა კეტი დევისმა „ტვიტერში“, – „ყველაზე ყურადღებიანი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელსაც ვიცნობ“.
My faith in humanity has been restored! NOT GUILTY of sexual assault!!!!!! The most caring and loving person I know 💙#gazza #paulgascoigne pic.twitter.com/3ZOF4T2a2h
— M & N Management (@mandnmanagement) 17 October 2019
შეგახსენებთ, რომ პოლ გასკოინს ნიუკასლში, ტოტენჰემში, გლაზგო რეინჯერსში და კიდევ რამდენიმე კლუბში უთამაშია. ინგლისის ნაკრებში მან 57 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.