პოკერი პირველ ტაიმში და 6 გოლი აზერბაიჯანში – „ნიუკასლმა“ მერვედფინალი გაინაღდა [ვიდეო] #1TVSPORT

00:07, 19.02.2026

„ნიუკასლმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩის შემდეგ პრაქტიკულად გაინაღდა მერვედფინალში თამაში. ინგლისელებმა პირველ ტაიმში ხუთი გოლი გაუტანეს სტუმრად ყარაბახს, შეხვედრა კი 6:1 მოიგეს.

პირველ ნახევარში „ნიუკასლს“ 4.7 xG ჰქონდა, დარტყმების შეფარდება კი 16:0 იყო. პირველ ტაიმში პოკერი შეასრულა ენტონი გორდონმა. ასეთი რამ აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ლუის ადრიანოს ჰქონდა გაკეთებული.

განმეორებითი მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი