პოკერი ლიგა 2-ში - საუკეთესო მოთამაშე სტატუსს ამტკიცებს
პოკერი ლიგა 2-ში - საუკეთესო მოთამაშე სტატუსს ამტკიცებს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 28-ე ტურის მატჩები დაიწყო. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრამ“ მარტვილის „მერანი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშემ, რატი ცაცკრიალაშვილმა დაამტკიცა, რომ ეს პრიზი დამსახურებულად მიიღო. მან პოკერი შეასრულა – გუნდი მე-8 წუთზე დააწინაურა, 45+4-ეზე მეტოქის კარი მეორედ აიღო, 62-ეზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო 84-ე წუთზე პენალტის გამოყენებით – პოკერი. „გაგრადან“ მეხუთე გოლი თორნიკე გაფრინდაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მარტვილელთა ერთად-ერთი გოლი ნახევარმცველმა თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა – საბოლოოდ, 5:1 „გაგრას“ სასარგებლოდ და გუნდმა მეორე ადგილი განიმტკიცა.

მარტვილის „მურთაზ ხურცილავაზე“ წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა. ბექა ბიბილაშვილის ავტოგოლით მე-18 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ., მაგრამ შესვენებამდე ზაურ გოგუაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, მეტოქეებმა ქულები გაიყვეს 1:1.

ხვალ, 20 ოქტომბერს, ტურის დანარჩენი სამი მატჩი შედგება: „ცხინვალი“ „ ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს, „ნორჩი დინამო“ – ქობულეთის „შუქურას“, ხოლო ბათუმის „დინამო“ – „ თელავს“.