პოჩეტინო - „სიტისთან“ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა #1TVSPORT
მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავური საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.
სტამბოლში გამართული კენჭისყრის შედეგად, „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქეები „მანჩესტერ სიტი“, „ლაიპციგი“ და „ბრიუგე“ არიან.
მაურისიო პოჩეტინო: „ჩვენი მთავარი ამოცანაა, უკლებლივ ყველა მატჩი მოვიგოთ. ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა „სიტისთან“ თამაში, რადგან ეს კლუბი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიუგე“ და „ლაიპციგი“ ბოლომდე დაიხარჯებიან – მათთან თამაში იოლი არ იქნება“, – მოჰყავს პარიზელების მთავარი მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს.