„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ჰარი კეინის სასტარტო შემადგენლობაში არდაყენება „სიგიჟე იქნება“.
პრემიერ-ლიგის ბოლო მატჩში, რომელიც „დეზებმა“ ლივერპულის წინააღმდეგ გამართეს და 1-2 წააგეს, კეინი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ფეხბურთელი კატეგორიულად უარყოფს საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ „გადამწვარია“.
პოჩეტინოც, როგორც ჩანს, გუნდის მთავარ ფორვარდს ბოლომდე ენდობა და, როგორც პრეს-კონფერენციიდან ირკვევა, კეინი „სან-სიროზე“ თამაშს სასტარტოში დაიწყებს.
„ვფიქრობ, სიგიჟე იქნება სხვანაირად რომ მოვიქცე. არც კი ვიცი, რას ელით ჩემგან და რა პასუხი უნდა გაგცეთ ამ შეკითხვაზე. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და სულაც არ მადადრებს, რომ „ლივერპულთან“ სუსტად ითამაშა. ის აუცილებლად გაიტანს გოლებს და ისე ითამაშებს, როგორც ამას მისგან ყველანი ველით“, – განაცხადა პოჩეტინომ.
18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გახნის დღეს, „ტოტენჰემი“ სტუმრად „ინტერს“ ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.